Thursday, January 17, 2013

თავისუფლება საქართველოში

ჭეშმარიტი თავისუფლება - ეს უსასრულო სიხარულია, უსაზღვრო სიხარული ჩვენში, ჩვენს ირგვლივ, ყველგან. ამ უსაზღვრო სიხარულს ჩვენ მოვიპოვებთ მაშინ, როცა ვხედავთ საკუთარ თავში ჭეშმარიტ თავისუფლებას. სად მოვიპოვოთ ეს ჭეშმარიტი თავისუფლება? ის მოიპოვება მაშინ, როდესაც სულში ცხოვრობენ, როდესაც შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი სულის ნებისყოფით, როდესაც შეგნებულად ერთიანნი ვართ ღმერთის ცნობიერებასთან. რაც ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ ერთიანობას ღმერთთან, ჩვენ შეგნებულად ვხდებით ჭეშმარიტი თავისუფლების მესაკუთრენი. ჯერ კიდევ მიწიერზე მიჯაჭვულ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ამ თავისუფლების მოპოვება. გათენდება ის დღე, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანი კურთხეულ იქნება ამ თავისუფლებით. ახლა თითოეული ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს ცხოვრობს სხეულში, ესე წოდებულ ფიზიკურ არსებაში. სხეული შეზღუდულია, ფიზიკური შეზღუდულია. ის ციხის საკანივითაა; მაგრამ სხეულის შიგნით არის რამ რასაც სულს ვუწოდებთ; ეს სული უსასრულობის ნაწილია. თუ ადამიანი სულში ცხოვრობს, ის აცნობიერებს უსასრულობას საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ის ჩვენში არსებობს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენი საკუთარი არსებობა დამოკიდებულია სულის ნებაზე, სულის მიღწევაზე და ასრულებაზე. თუ სულში ვცხოვრობთ, აუცილებლად მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, ეს თავისუფლება კი - უსასრულო სიხარული, სიმშვიდე, ძალაა. იმისთვის რომ მოვიპოვოთ ეს უსასრულო სიხარული, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სულში და არა სხეულში. ბევრ დიდ მწერალს მათ შორის ქართველებსაც არაერთი საინტერესო აზრი გამოუთქვამთ თავისუფლების შესახებ . პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას ხშირად აიგივებენ კიდეც, თუმცა უნდა ითქვას რომ ეს ყოველთვის სწორი არაა. თავისუფლების პრობლემა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად იდგა და შესაბამისად მისი გაგებაც სხვადასხვანაირი იყო. ქართველებისთვის ეს პრობლემა ოდითგან მოყოლებული მწვავეა და ამ მხრივ გამორჩეული იყო სამოციანელების თაობისთვის. ქართველი ინტელიგეციის წარმომადგენლები , რომელნიც რუსული სამეფო კარის სამსახურში ჩადგა და ზოგმა მათგანმა დიდ თანამდებობებსაც მიაღწია , განსაკუთრებით სამოციანელების წინა თაობაში. ისინი დიდ ჯილდოებს და მამულებსაც იღებდნენ და დიდკაცობდნენ მტრის სამსახურში. ისინი კი ვინც ილია ჭავჭავაძეს ედგნენ გვერდში და თავგამოდებით ცდილობდნენ ხალხში საერთო ეროვნული სული და იდეა აეღორძინებინათ მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ზოგი მათგანი კერძოდ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი შეეწირნენ კიდეც ქვეყნისთვის ბრძოლას. ილია ამბობდა : "ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის", და სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ამ იდიით გაეერთიანებინა ქართველი ერი. საბოლოოდ ხალხმა სწორედ მათ მიაგო პატივი და საქვეყნო გმირებად გამოაცხადა, ხოლო ისინი ვინც მტერს ედგნენ სამსახურში მომავალი თაობისთვის გაკიცხვის და დაგმობის საგნად იქცნენ. აკაკი წერეთელმაც მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა და იბრძოლა რომ გაამართლა მისივე სიტყვები : "ჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი".

No comments:

Post a Comment