Friday, January 18, 2013
რა არის "პიროვნების თავისუფლება"? თუ იგი არის "შეზღუდვების არარსებობა", მაშინ ვერ წარმომიდგენია ერთი ადამიანიც კი დედამიწის ზურგზე, რაიმე შეზღუდვა რომ არ ჰქონდეს დაწესებული, თუნდაც თავისივე ნებით, თუნდაც გარეგანი ან ფიზიკური (მოაზროვნე ადამიანი ხომ ციხეშიც თავისუფალია). თუ "პიროვნების თავისუფლება" არის "вседозволенность", მაშინ აზრი ეკარგება ასეთ თავისუფლებას, რადგან იგი ექსტრემიზმში გადადის, ექსტრემიზმს კი ბოროტი ქმედების დიდი პოტენციალი აქვს... ასე რომ, თუკი "თავისუფლება" არ არის კონტაქტში სხვა მაღალ იდეალთან ან ღირებულებასთან, მას პოტენციური საფრთხე ახლავს თან. ქართულ ენაში ეს სიტყვა შესისხლხორცებულია რელიგიასთან (თავის უფალი), შესაბამისად - მორალური ღირებულებების შკალასთან... დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ეს შკალა დარღვეულია, ღირებულებებს ვისაც როგორ სურს, ისე ანაცვლებს, და ვისაც როგორ უნდა იმ კონტექსტში იყენებს ამ სიტყვას: თავის-მეფე, თავის-პრეზიდენტი, თავის-კანონი, თავის-არჩევანი...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment